მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Norwegian Air Sweden შემოდის - რა სიხშირით იფრენს?

Norwegian Air Sweden

ივნისიდან თბილისს პირდაპირი ავიარეისებით კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი - კოპენჰაგენი დაუკავშირდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ფრენებს სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი Norwegian Air Sweden შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო 15 აგვისტოდან - ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის ნებართვა 23 მარტს მიანიჭა. "კოპენჰაგენი - თბილისი - კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებით", - აცხადებენ ავიაციის სააგენტოში.

ახალი კომპანიის შემოსვლას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის სკანდინავიის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია.

"კოპენჰაგენის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაბია ევროპის რეგიონში, შესაბამისად, ამ მიმართულებით სკანდინავიის ქვეყნებიდან მოხდება ტურისტული ნაკადების მზარდი დაკავშირებადობა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქთან“, - ამბობს იოსელიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები