მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი გაძლევს შესაძლებლობას, იმუშაო მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებთან ერთად - როგორია სწავლა დიდ ბრიტანეთში Chevening-ის სტიპენდიით

ლევან ფავლენიშვილი
BM. GE
24.10.23 15:07
97
სტატიაში საუბარია:

“დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის უნივერსიტეტში ოპერაციათა კვლევა ვისწავლე. ეს დარგი საქართველოში არ არსებობს. სწორედ ამიტომ, დაბრუნების შემდეგ, ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტი შევქმენი, რომელიც სხვადასხვა უწყებებს კონსულტაციას უწევს”, – ამბობს ჩივინინგის პროგრამის გამარჯვებული ლევან ფავლენიშვილი.

Chevening-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ როგორც საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს, ასევე ისეთ ინოვაციურ პროფესიებს, რომლებიც ჩვენთან ჯერ არ არის ფართოდ გავრცელებული ან ჯერჯერობით კიდევ უცნობია და რომლითაც შეუძლიათ, საქართველოში მთელი რიგი მიმართულებით ინოვატორებიც კი გახდნენ.

საქართველოს ბანკი 10 წელია რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული, Chevening-ის საგანმანათლებლო პროგრამის პარტნიორია და უკვე 26 სტუდენტს მისცა შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით მიეღოთ განათლება დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ლევან ფავლენიშვილი სწორედ ამ პროგრამის სტიპენდიატია. როგორც თავად ამბობს, რომ არა ეს სასტიპენდიო პროგრამა, ცოდნას, რომელიც ბრიტანეთში შეიძინა, სხვანაირად ვერ მიიღებდა.

“ლექტორები, რომლებიც მასწავლიდნენ, თავიანთ სფეროში წამყვანი მეცნიერები არიან. მსგავსი გამოცდილება აქ ვერ მექნებოდა. იმ ერთ წელს ვერ დავხარჯავდი უფრო პროდუქტიულად და სხვა ვერანაირი პროგრამით ვერ ვისწავლიდი უფრო მეტს.

იქ ლექტორები გაფასებენ როგორც კოლეგას, შესაბამისად, მოთხოვნაც მეტია და სწავლების ხარისხიც. ეს გარდა ცოდნისა, გაძლევს დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს”.

ლევანი იხსენებს, რომ ორი წლის წინ, როცა ედინბურგში გაემგზავრა, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია იყო. ამიტომ პროგრამის ერთი ნაწილი ონლაინ გაიარა. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში შეხვედრები ღია ცის ქვეშ იმართებოდა, რათა სტუდენტებს ერთმანეთი გაეცნოთ. მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინაცია დაასრულა, სტუდენტებმა სწავლა უნივერსიტეტის შენობაში გააგრძელეს.

“მიუხედავად კორონავირუსით შექმნილი დაბრკოლებებისა, გარკვეულწილად უნიკალურიც იყო ეს გამოცდილება. მაგალითად ედინბურგის ცენტრში როიალ მაილზე, ყველაზე ტურისტულ ადგილას დავდიოდი და არავინ იყო ჩემ გარდა, ამიტომ საშუალება მომეცა, კარგად დამეთვალიერებინა. რაც შეეხება სწავლების ნაწილს, უნივერსიტეტს ჰქონდა პირადი დამხმარის სერვისი. ეს ადამიანები ბევრ რამეში გეხმარებიან და პროცესებს გიმარტივებენ”.

ლევანი განათლებით ეკონომისტია. ამბობს, რომ იმ ერთ წელში ახალ პროფესიას დაეუფლა და ყველაფერი, რაც ისწავლა, აღმოჩენა იყო. აპლიკანტებს ურჩევს, რომ აუცილებლად იზრუნონ ამ პროგრამის დაფინანსების მოპოვებაზე, რადგან გამოცდილება, რომელსაც დიდ ბრიტანეთში მიიღებენ, შეუცვლელია. მომავალ სტიპენდიატებს კი რამდენიმე რჩევას უზიარებს:

“გირჩევთ, რომ ადრევე დაიწყოთ ამაზე ფიქრი, მოემზადეთ, პროგრამები მოძებნეთ და დიდი ყურადღება დაუთმეთ ესეებს.

იცოდეთ, რომ Chevening საშუალებას გაძლევთ, ისწავლოთ მსოფლიო დონის წამყვან უნივერსიტეტში და ამავე დროს იცხოვროთ დამოუკიდებლად. აღმოაჩენთ, რომ ბრიტანელები არც ისე ცივი ხალხია და იქ სულ არ წვიმს”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტს უფინანსდება როგორც სწავლის, მგზავრობის, დისერტაციის თეზისისა და ვიზის გადასახადი, ასევე ეძლევა ყოველთვიური სტიპენდია.

რაც შეეხება აპლიკაციის შევსებასა და პროგრამისთვის მოსამზადებელ სხვა დეტალებს, საქართველოს ბანკისა და განათლების ცენტრ LEAF-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი შესაძლებლობას გაძლევთ, გაიაროთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომლის მეშვეობითაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას და პასუხებს თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

მომდევნო შეხვედრებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება ახლაც მიმდინარეობს და 2023 წლის 7 ნოემბერს დასრულდება. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები