მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკი სომხეთის ბაზარზე შედის: ფაშინიანი ახალ ინვესტიციებს მიესალმება

სს
სტატიაში საუბარია:

პარასკევს, 20 სექტემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ბანკის გამგეობის თავმჯდომარეს მელ კარვილს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო ქართული ბანკის სომხეთის ფინანსურ ბაზარზე შესვლა.

ფაშინიანი მიესალმა საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებას სომხეთში საინვესტიციო საქმიანობის დაწყების შესახებ. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ბანკის შესვლა ქვეყნის ფინანსურ სექტორს ახალ კულტურას მოუტანს და ხელს შეუწყობს მის განვითარებას.

თავის მხრივ, მელ კარვილმა გაიზიარა ოპტიმისტური შეხედულება სომხეთის ფინანსური ბაზრისა და მთლიანად ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ. მან განსაკუთრებით აღნიშნა სომხეთის მონეტარული პოლიტიკის ბალანსი, რაც, მისი აზრით, ხელსაყრელ პირობებს ქმნის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.

შეხვედრაზე საქართველოს ბანკის გამგეობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ბანკის გეგმებზე სომხეთში საქმიანობის განვითარების კუთხით.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის მნიშვნელობას, გააგრძელოს კორუფციასთან ბრძოლა და რეფორმები განახორციელოს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

ეს ვიზიტი და საქართველოს ბანკის შემოსვლა სომხურ ბაზარზე, ეკონომისტების აზრით, შეიძლება ჩაითვალოს სომხეთსა და საქართველოს შორის ფინანსური კავშირების განმტკიცების მნიშვნელოვან ნაბიჯად, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის სომხური ეკონომიკის მზარდი მიმზიდველობის ინდიკატორად.

მანამდე BMG წერდა, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფმა სომხეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, AmeriaBank-ი 303,6 მილიონ დოლარად შეიძინა.

AmeriaBank-ი რომლის აქტივები აღემატება 1 ტრილიონ სომხურ დრამს (2,5 მილიარდ დოლარზე მეტი), გააგრძელებს მუშაობას არსებულ მენეჯმენტთან ერთად, შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდს და კორპორატიულ იდენტობას.

მივესალმებით "საქართველოს ბანკის ჯგუფის" მიერ AmeriaBank-ის ყიდვას - ინტერვიუ სომხეთის ცენტრ ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან

AmeriaBank-ის გაყიდვა სომხეთის საფინანსო სექტორის უმსხვილესი გარიგებაა - ცენტრ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები