მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" X Apple City - "თანამშრომლობის 10 წლიანი ისტორია"

Apple city
27.11.23 17:39
2559
სტატიაში საუბარია:

2014 წელს დაარსებული Apple City ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს საერთაშორისო ბრენდების ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს ერთ სივრცეში სთავაზობს და საქართველოს მასშტაბით 5 ფილიალს აერთიანებს. მათ შორის აღსანიშნავია ახალი მულტიფუნქციური სივრცე ბათუმში, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ში გაიხსნა და სადაც Apple -ის პროდუქციასთან ერთად, წარმოდგენილია ისეთი ბრენდები როგორებიცაა: Samsung, Dyson, SONY, Bang & Olufsen , Harman Kardon და სხვა.

კომპანიას განვითარებაში დაარსების დღიდან ხელს უწყობს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი - საქართველოს ბანკი, რომელთან 10 წლიანი თანამშრომლობის პრაქტიკა Apple City - ის ერთგული მომხმარებლების მოზიდვაში დაეხმარა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს პარტნიორებთან ურთიერთობა. საქართველოს ბანკი ნამდვილად არის Apple City-ის ერთ-ერთი მთავარი ბიზნეს პარტნიორი, რომელთანაც არაერთი მიმართულებით ვთანამშრომლობთ.

საქართველოს ბანკთან თანაპარტნიორობით, მომხმარებელს ვთავაზობთ სასურველი ნივთების შეძენის უფრო მარტივ, მასზე მაქსიმალურად მორგებულ გადახდის სისტემასა და სხვადასხვა ქეშ-ბექ აქციებს, რაც, რა თქმა უნდა, ბრენდის იმიჯსა და ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაზე დადებითად აისახება”, - ამბობს ვლადიმერ ძურძუკი, Apple City-ს მმართველი პარტნიორი.

მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და გამართული მომსახურების შეთავაზებისათვის საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

“მოგეხსენებათ, ვაჭრობის სექტორში არის განსაკუთრებულად დატვირთული პერიოდები, სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი მომხმარებელს მივაწოდოთ სრულყოფილად გამართული მომსახურება, რაშიც საქართველოს ბანკი წლებია აქტიურად გვიდგას გვერდით. გარდა ამისა, Apple კაპიტალიზაციის მხრივ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, რაც თავის მხრივ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს და
ამ ნაწილშიც ბანკი ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.

ამასთანავე, საქართველოში, მომხმარებლები უპირატესობას ნივთის განვადებით ან ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით შეძენას ანიჭებენ. კომპანიის მხრიდან საკმაოდ დიდ კომფორტს წარმოადგენს ის ფაქტი რომ ბანკის მხრიდან მუდმივად არის მცდელობა, თავიანთი მომსახურებები ჩვენს სპეციფიკას მოარგონ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს სამომავლო თანამშრომლობისთვის”, - ამბობს ვლადიმერ ძურძუკი, Apple City-ს მმართველი პარტნიორი.

საქართველოს ბანკისათვის კერძო ბიზნესთან თანამშრომლობა გამორჩეულად მნიშვნელოვანი პროცესია, რომლის ფარგლებშიც ბანკი არა მხოლოდ ფინანსური რესურსით ეხმარება კომპანიას, არამედ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებსა და რეკომენდაციებსაც სთავაზობს.

“საქართველოს ბანკისა და Apple City-ს თანამშრომლობა 10 წლის წინ, კომპანიის დაარსების დღიდან დაიწყო. ურთიერთობის ყველა ეტაპზე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მხარში დავუდგეთ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების განვითარების გზაზე, გავაძლიეროთ და დავეხმაროთ მათ დასახული მიზნების მიღწევაში. ამ წლების განმავლობაში კომპანიის არაერთი
ინიციატივის მხარდამჭერები ვყოფილვართ და ეს გამოიხატება როგორც ფინანსური რესურსის კუთხით, ასევე საოპერაციო საქმიანობაში ხელშეწყობით.

Apple City ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება და რომელსაც მომხმარებელი ენდობა. ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა ეს თანამშრომლობა და გზა,რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში ერთად გავიარეთ”, - აღნიშნავს ნიკოლოზ მითაიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

მისივე თქმით, ბიზნესისა და კერძო სექტორის კოლაბორაცია ბიზნესისათვის განვითარების ახალ შესაძლებლობას ქმნის და, ხშირ შემთხვევაში, ინოვაციების დანერგვას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის პორტფელში საცალო ბიზნესის წილი საკმაოდ მნიშვნელოვანი და მზარდია.

“ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მოხარულები ვართ რომ ვაძლიერებთ პარტნიორ კომპანიებს და შესაძლებლობა გვაქვს ვნახოთ მათი განვითარება წლიდან - წლამდე. მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ საქართველოს ეკონომიკისთვის. აღნიშნული მიმართულებით კი, ძირითადად, რევოლვირებადი საკრედიტო ხაზები, საერთაშორისო საბანკო გარანტიები და აკრედიტივებია ეფექტური”, - აცხადებს ნიკოლოზ მითაიშვილი.

საქართველოს ბანკისათვის კერძო სექტორის განვითარება უცვლელ პრიორიტეტად რჩება, რის გამოც კომპანია აქტიურად მუშაობს, რათა მზარდი ტენდენცია შეინარჩუნოს.