მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ბანკის” და UNDP-ის პროგრამა მეწარმე ქალებისთვის - ვის შეუძლია ისარგებლოს?

BM.GE
16.03.23 10:28
232
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. თავის მხრივ ინიციატივის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა.

მეოთხე ნაკადზე მოხვედრას 25 მეწარმე ქალი შეძლებს. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ. ეს არ არის მხოლოდ პროექტი რომელიც მის ორგანიზებაში ჩართული მხარეებისგან ვიწროდ 25 მეწარმე ქალისთვის პოტენციურ სარგებლად შეიძლება განიხილებოდეს. ასეთი ინიციატივები ეკონომიკის ზრდისთვის და მეტი ეფექტურობისთვის არის მნიშვნელოვანი და აი რატომ.

Moody's Analytics-ის ანგარიშის მიხედვით ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობის შემცირება მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 7%-ით ანუ $7 ტრილიონით გაზრდის. ქალებისათვის მეტი რესურსის საჭიროება, თანაბარი პირობების დეფიციტი და დახმარების საჭიროება მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის. ისევ Moody's-ის შეფასებით, ამ ტემპით, მსოფლიოს, გენდერული სხვაობის შესამცირებლად, შესაძლოა 132 წელი დასჭირდეს. მაგრამ თუ არც არაფერი გაკეთდება საუკუნეზე მეტიც არ იქნება საკმარისი. მაგრამ ახლა საქართველოზე ვკონცენტრირდეთ, ქალებისა და კაცების საშუალო ხელფასი საქართველოშიც განსხვავებულია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911 ლარია, მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487 ლარი შეადგინა.

სტუმრები: რუსუდან ბარათაშვილი - საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი;
ნათია წიქვაძე - გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში, პროექტის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი