მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

სარესტორნო ბიზნესი
22.11.24 12:01
71

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ დაემატა, რომელსაც ირაკლი ასათიანი, „სილკ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი უძღვება.

კურსი ექვსი ვიდეოლექციისგან შედგება და განიხილავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც რესტორნის წარმატებას განაპირობებს. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ გახადოთ სარესტორნო ბიზნესი მომხმარებლისთვის საინტერესო, შესთავაზოთ მათ სიახლეები და მიაღწიოთ წარმატებას.

ვიდეოლექციებზე მოისმენთ რეკომენდაციებს რესტორნის კონცეფციაზე, ბიზნეს პროცესების მართვაზე, გუნდის სიძლიერეზე, მენიუს შერჩევაზე, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვაზე და სხვა საკითხებზე.

„მოხარული ვართ, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო კურსს, რომელსაც 19-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი უძღვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, თუ რა საჭიროებები აქვთ ბიზნესის შექმნით დაინტერესებულ ადამიანებს რათა მივაწოდოთ მათ რელევანტური ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, არ ვჩერდებით, მუდმივ რეჟიმში ვავითარებთ პლატფორმას Businesscourse.ge და ყველაზე მოთხოვნადი საკითხების შესახებ ვუზიარებთ ცოდნას ჩვენს აუდიტორიას“, - ამბობენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, კურსზე რეგისტრაცია უფასოა და მისი გავლა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერ დროს, სასურველი ადგილიდან. დარეგისტრირდით კურსზე „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ ან დაათვალიერეთ სხვა კურსები ვებგვერდზე www.businesscourse.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები