საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნისთვის კიდევ ერთ პროექტს იწყებს, უფრო სწორად დაიწყო და ამ ამბავში 13 უნივერსიტეტი უკვე ჩართულია.
სიახლე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობაა. მოტივირებული და ლიდერული თვისებების მქონე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ერთი წლის განმავლობაში სწავლის100% იანი დაფინანსების შესაძლებლობა გააჩინა. 13 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს და თითოეულიდან მინიმუმ 5 გამორჩეული საქართველოს ბანკისგან მიიღებს დაფინანსებას, რომელიც სრული გადასახადის და მაგალითად არსებული სახელმწიფო დაფინანსების გამოკლებით სხვაობაა.
სტუმრები: ანა ლომთაძე - საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი;
გიგა ბედინეიშვილი - "თავისუფალი უნივერსიტეტის" დეკანი