მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკმა" Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

5d89d550edc52
თელარა გელანტია
24.09.19 12:35
1192
Commerzbank-მა „საქართველოს ბანკს“ ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank -ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2018 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Excellence Quality ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები