მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოსთან და შემოსავლების სამსახურთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

64a677b1a7b56
BM.GE
06.07.23 12:08
589
დამსაქმებლების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ დეკლარაციებში არსებული მონაცემებსა და განხორციელებული საპენსიო შენატანებს შორის გარკვეულ შეუსაბამობები, ასევე, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების კუთხით უახლოეს მომავალში დაგეგმილი ცვლილებებისა და სიახლეების გაცნობა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრის მთავარი თემა.

როგორც bm.ge-ს BAG-დან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ ამჟამად არსებულ გამოწვევებზე, ისევე როგორც ბიზნეს ოპერატორებმა საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს მოწვეულ სტუმრებს დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებითაც.

როგორც ასოციაციაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, საპენსიო ფონდისთვის უაღრესად საინტერესოა ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია, რომელიც ამცირებს მოსალოდნელ გართულებებს და ქმნის რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა განმარტა, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ, საბოლოოდ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განახორციელებს, შესაბამის საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს და სათანადო რეაგირებას მოახდენს.

„გაიმართა საინტერესო სამმხრივი შეხვედრა საპენსიო სააგენტოს, შემოსავლების სამსახურსა და ბიზნესს შორის, სადაც ვისაუბრეთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების კუთხით დღეს არსებულ გარკვეულ პრობლემურ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე მივიღეთ ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობისაგან დაგეგმილ იმ სიახლეებზე, რომელიც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს დამსაქმებლებს მარტივად მოახდინონ წარდგენილი დეკლარაციების და საპენსიო შენატანების კორექტირება, აღნიშნული სერვისმა კი უნდა მისცეს კომპანიებს შესაძლებლობა თავი აარიდონ ხარვეზებსა და აქედან გამომდინარე მოსალოდნელ სანქციებს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.


(ns)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები