მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დაცულობის გარანტი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობაა - ელგუჯა ხოკრიშვილი

64062187afa94
თელარა გელანტია
06.03.23 22:37
675
„ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრის და გერმანიაში საქართველოს ექს-ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილი განცხადებით, საქართველოს დაცულობის ერთადერთი გარანტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი წევრობაა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ბერლინიდან ჩართვისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი ბერლინის თავისუფალი ინსტიტუტის და ბერლინის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია. ასევე, ის არის ISET-ის და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტი მკვლევარი.

როგორც „ოცნების“ მთავრობის გუნდის ყოფილმა წევრმა აღნიშნა, ძალიან დასანანია, რომ მაშინ, როდესაც საქართველო საერთაშორისო ტურისტული გამოფენის - ITB-ბერლინი 2023-ის მასპინძელი ქვეყნაა, რომელიც ოფიციალურად დღეს იხსნება, თბილისში აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.

ცნობისთვის: ITB berlin – 2023 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე გერმანული მხარიდან წარმოდგენილია გერმანიის ვიცე-კანცლერი და გერმანიის ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრი და ასევე გერმანიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

ჩემი გულისტკივილი შეეხება იმას, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ემთგხვევა ასეთ მნიშვნელოვან დღეს. პრაქტიკულად, არ დარჩა არცერთი სტრატეგიული პარტნიორო და მეგობარი, რომელმაც არ სცადა მეგობრულად ეთქვა, რომ ეს ნაბიჯი დაგვაშორებს ევროპას და დაგვაახლოებს რუსეთთან; არადა, ჩვენი დაცულობის ერთადერთი გარანტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი წევრობაა.

დღეს ალბათ მოისმინეთ, საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებაც - როგორ წარმოგიდგენიათ, გერმანიის მაღალ ოფიციალურ პირებთან ხდება გზავნილის მიწოდება, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ამ დროს არ ვუსმენთ და არ ვითვალისწინებთ პარტნიორების რჩევას!“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები