მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველო

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არაერთი ქვეყანა ულოცავდა და მხარს უჭერდა მის ევროპული გზისკენ სვლას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყნის ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის იყო ქალაქი მეხიკოც, სადაც ქალაქის უმთავრესი ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. კერძოდ, მეხიკოს მთავარ, კონსტიტუციის მოედანზე (Zocalo) მექსიკის პრეზიდენტის სასახლე და ქალაქის მთავრობის სახლი.

ასევე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ავსტრალიაში სახელმწიფო ხაზინის შენობა, ავსტრალიაში კი ნიაგარას ჩანჩქერიც.

ირლანდიაში, საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქართული დროშის ფერებში განათდა დუბლინის Samuel Beckett ხიდი და 21-27 მაისს დუბლინის ცენტრში ქართული დროშები გამოიფინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები