აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა შემაშფოთებელია.
მისი თქმით, სანქციებით და სხვა ქმედებებით, ცხადია აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრი სხვა ქვეყნის მიზანი საქართველოს მთავრობის სამწუხარო ქმედებების წინააღმდეგ.
"საფრანგეთიც და აშშ-ც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას ხედავს - ეს ღრმად შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებისგან შეტრიალება, რომ შექმნან მომავალი, რომელიც სულ უფრო ახლო იქნება ევროპასთან.
მას შემდეგ რაც ეს უკუსვლა დავინახეთ და დავინახეთ მთავრობა, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისუფლად და ღიად საუბარი სურს, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ. დავასანქცირეთ “ქართული ოცნების” პარტიის ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები. შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი ამერიკული დახმარება. ეუთოში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან, ერთად მუშაობით ჩვენ "ვენის მექანიზმი" ავამოქმედეთ ეუთოში, რათა ასევე ნათელი გაგვეხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთის გამოხატვისა და ქმედების თავისუფლებისთვის სივრცეს, უნდა შეიცვალოს.
მგონია, რომ ხედავთ მიზნის გარშემო ერთიანობას აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან”, - განაცხადა ბლინკენმა.




























