მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს დერეფანში  სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა შემცირდა  - რა თანხა შევიდა ბიუჯეტში?

ტრანზიტი

საქართველოში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 7 თვეში ქვეყნის გზებით 277 058 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა, მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ კი 96.970 მლნ ლარი შეადგინა.

წლიურად, ბიუჯეტში გადახდილი გზათსარგებლობის გადასახადი 5.8 მილიონი ლარით ანუ 6%-ით არის შემცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს გზებით თითქმის 17 000-ით ნაკლებმა ტრაილერმა გაიარა.

გზათსარგებლობის გადასახადი წლების მიხედვით

  • 2025 წლის 7 თვე - 96.97 მლნ ლარი
  • 2024 წლის 7 თვე - 102.82 მლნ ლარი
  • 2023 წლის 7 თვე 101.91 მლნ ლარი

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

მხოლოდ ივლისში საქართველოს დერეფნით 39 770 ტრაილერმა ისარგებლა, ბიუჯეტში კი 13.9 მლნ ლარი შევიდა.

თითოეული სატრანზიტო ტრაილერი ქვეყნის გადაკვეთის ნებართვისთვის 350 ლარის გზათსარგებლობის მოსაკრებელს ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები