მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა შემცირდა - მესამე წელია კლებაა ბიუჯეტში მიღებულ შემოსავლებშიც

ტრაილერები

ტრაილერების გატარებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი მესამე წელია მცირდება.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ წელს ბიუჯეტში გზათსარგებლობის გადასახადიდან 171.2 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, რაც წლიურად 8.1 მლნ-ით ანუ 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გზების სარგებლობისთვის ტრაილერების გადახდილი თანხა რეკორდული 2023 წელს, შემდეგ კი კლების ტენდენცია აქვს.

გზათსარგებლობის გადასახადი წლების მიხედვით

  • 2022 წელი - 128 მლნ ლარი
  • 2023 წელი - 181.9 მლნ ლარი
  • 2024 წელი - 179.4 მლნ ლარი
  • 2025 წელი - 171.2 მლნ ლარი

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

აღსანიშნავია, რომ თითო ტრაილერი საქართველოს გზებით სარგებლობისთვის 350 ლარს იხდის, შესაბამისად, რიცხვები აჩვენებს, რომ 2025 წელს საქართველოს გზებით 489 391 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა. 2024 წელს ტრაილერების რაოდენობა 512 665 შეადგენდა.

რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის მონაცემებს. 2025 წლის დეკემბერში 45 319 ტრაილერის გატარება მოხდა, 2024 წელს არსებული 42 703 ტრაილერის შემდეგ. გზათსარგებლობის გადასახადით კი, 15.8 მლნ ლარის მობილიზება მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები