„ბათუმის პორტის“ და „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ 2023 წლის 9 თვეში 2.570 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, - ინფორმაციას „ყაზტრანსოილი" ავრცელებს.
კერძოდ, ნავთობის გადაზიდვამ 86 ათასი ტონა შეადგინა, ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მაჩვენებელი 961 ათასი ტონა იყო. 23%-ით 161 ათას ტონამდე გაიზარდა ყაზახური გაზის გადაზიდვის მაჩვენებელი. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 135 ათასი ტონა იყო. მშრალი ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელმა 1.357 მლნ ტონა შეადგინა, რაც 42 ათასი ტონით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ სს „ყაზტრანსოილი“ უშუალოდ ფლობს და მართავს საწარმოო აქტივებს საქართველოში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (BNT) მეშვეობით. BNT ახორციელებს ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის გადაზიდვა/ შენახვის მომსახურებას.