საქართველოს დიდ ნაწილში შუქი ჩაქრა. თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 00:15 საათისთვის შეწყდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Bm.ge-ს თელმიკოს ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ თბილისში დაფიქსირდა სისტემური გათიშვა და ელექტროენერგია 1 საათში აღდგება.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით 00:15-ის მდგომარეობით საქართველოს ელექტრომიწოდება ავარიულად გაითიშა. მოხმარება 1860 მეგავატ საათიდან 563 მეგავატ საათამდე შემცირდა.
BMG-მ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც დარეკა, მაგრამ პრესსამსახური ჯერ არ ფლობს ინფორმაციას, რამ გამოიწვია თითქმის მთელ საქართველოში დენის გათიშვა.
BMG დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.




























