მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ძიუდო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ფინალში, საქართველოს ნაკრების მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება. ბრძოლა დღეს, 27 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

რაც შეეხება ფინალამდე მისასვლელ გზას, ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანია 4:0 დაამარცხა. ხოლო, მანამდე, პირველ შეხვედრაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აზერბაიჯანს 4:0 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ქართველებმა ავსტრიელებს 4:1 სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო (გიორგი სარდალაშვილი, ილია სულამანიძე) და ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები