მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ძიუდო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში იტალია 4:3 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატი მესამედ მოიგო, რომელიც სულ 5-ჯერ ჩატარდა. ჩვენს აქტივში 4 მედალია - 3 ოქრო, 1 ვერცხლი.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებამდე, ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანია 4:0 დაამარცხა. ხოლო, მანამდე, პირველ შეხვედრაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აზერბაიჯანს 4:0 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ქართველებმა ავსტრიელებს 4:1 სძლიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები