მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ეკონომიკა 11 თვეში პროგნოზირებულზე მეტად, 5.9%-ით შემცირდა

5fed7c9ca59e5
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.20 11:26
896
2020 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მეტად შემცირდა და კლებამ ჯამურად 5.9% შეადგინა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ნოემბერში ეკონომიკური ვარდნა 7.7% იყო. 

2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დღგ-ის გადამცდელ საწარმოთა ბრუნვამ 7.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით არის შემცირებული. ნოემბერში ასევე 11%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც.

ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა იანვარ-ნოემბერში 11%-ით შემცირებულმა ექსპორტმა.

დეკემბრის ეკონომიკურ მაჩვენებლებს საქსტატი 2021 წლის იანვარში გამოაქვეყნებს, რის შედეგადაც ცნობილი გახდება თუ რა ეფექტი მოახდინა ქვეყანაში ხელმეორედ დაწესებულმა ლოქდაუნმა ეკონომიკურ ზრდაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები