მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ეკონომიკა ჩიხშია“ - “ფინტექ-ასოციაციის” თავმჯდომარე

60818fd153e17
მარიამ იზორია
23.04.21 09:00
1601
"ფინტექ-ასოციაციის” თავმჯდომარე, ეკონომისტი დავით კიკვიძე “საქმის კურსთან” ლარის კურსის გაუფასურებისა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში დოლარის ნაკადის არარსებობაა.

„საქართველოს დოლარის ნაკადის მოზიდვის ორი მთავარი წყარო აქვს, ესენია - ტურიზმი და ინვესტიციები, ორივე შეჩერებულია რადგან ქვეყანა ფაქტობრივად ჩაკეტილია, ლარის კურსის გაუფასურება იქამდე გაგრძელდება, სანამ ეკონომიკა „გამოჯანსაღებას“ კი არა, მინიმუმ გახსნას არ დაიწყებს“ - აცხადებს კიკვიძე.

დავით კიკვიძე ქვეყანაში არსებულ ორ მთავარ პრობლემას ინფლაციასა და ლარის არასტაბილურობას გამოყოფს. მისივე თქმით, ამას ვაქცინაციის პროცესის გაჭიანურებაც ემატება.

„საქართველოში არანაირ ტურიზმზე და არანაირ ინვესტიციაზე საუბარი არ არის, ეკონომიკა ჩიხშია, ეკონომიკური სუბიექტები საქართველოს ეკონომიკას არ ენდობიან, ეს ვალუტასთან დაკავშირებითაც გამოიხატება, დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია, იმპორტიორებიც დოლარს იმარაგებენ, რადგან იციან, რომ ხვალ ლარს უკვე სხვა კურსი ექნება, რაც შეეხება მესამე „ლოქდაუნს“ საქართველოს ეკონომიკა გასულ „ლოქდაუნსაც“ ვერ უძლებს”,- აღნიშნავს ფინტექ-ასოციაციის თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები