მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსი დამტკიცდა - როგორია პროგნოზები 2026 წლისთვის?

ელექტროენერგია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „2026 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ დაამტკიცა, რომელიც სამინისტროს გათვლებს ეფუძნება, თუ როგორი იქნება ელექტროენერგიის გამომუშავება, მოხმარება, იმპორტი, ექსპორტი და სხვა.

ჯამური გამომუშავება საპროგნოზო ბალანსის მიხედვით 14.5 მლრდ კვტ.სთ-ია. უფრო დეტალურად:

  • თბოსადგურები - 2.7 მლრდ კვტ.სთ
  • ქარის სადგური - 84 მლნ კვტ.სთ
  • მზის სადგურები - 20.3 მლნ კვტ.სთ
  • ჰესები - 11.7 მლრდ კვტ.სთ
  • იმპორტი - 1.9 მლრდ კვტ.სთ
  • ქსელში მიწოდება - 16.2 მლრდ კვტ.სთ

მოხმარება ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით:

  • აფხაზეთი - 2.6 მლრდ კვტ.სთ
  • თელასი - 240.9 მლნ კვტ.სთ
  • თელმიკო - 3.4 მლრდ კვტ.სთ
  • ენერგო პრო ჯორჯია - 591.6 მლნ კვტ.სტ
  • ეპ ჯორჯია მიწოდება - 4.3 მლრდ კვტ.სთ
  • პირდაპირი მომხმარებლები - 3.8 მლრდ კვტ.სთ
  • ექსპორტი - 875 მლნ კვტ.სთ
  • სულ მოხმარება - 15.6 მლრდ კვტ.სთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები