მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე კვლავ უმნიშვნელო მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრება

ენერგეტიკული ბირჟა

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე უმნიშვნელო მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრება. ბირჟა 2024 წლის 1 ივლისს გაიხსნა და მასზე 21 რეგისტრირებული მომხმარებელია. OMNIA-ს ინფორმაციით, ბირჟის გახსნის შემდეგ მხოლოდ 17.5 გვტ.სთ, ანუ მთლიანი მიწოდების მხოლოდ 0.2% გაიყიდა ენერგეტიკული ბირჟის პლატფორმით.

ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე.

ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები