მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ენერგეტიკული სექტორით კიდევ ერთი მსხვილი კომპანია დაინტერესდა - სამინისტრო

ეკ სამინისტრო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი ჩინური ენერგეტიკული კორპორაციის, Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარეს, ჰუანლონგ ჩენს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში არსებული საინვესტიციო პოტენციალი და ჩინური მხარის მხრიდან გამოხატული კონკრეტული ინტერესი წარმოადგენდა.

სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ ჩინურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის მიმართ, რაც, როგორც მხარეები აღნიშნავენ, თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს აჩენს.

Geo-Jade Petroleum Corporation წარმოადგენს ნავთობისა და გაზის სექტორში მოქმედ საერთაშორისო კომპანიას, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარია, ხოლო 2P მარაგები 1.3 მლრდ ბარელ ნავთობის ეკვივალენტს შეადგენს. კომპანია გლობალურ ბაზრებზე ოპერირებს და სხვადასხვა ქვეყანაში მომპოვებელ აქტივებს ფლობს .

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთში ბესიკ შარაშენიძე.

შეგახსენებთ, უწყების ცნობით, საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებით ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil დაინტერესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები