მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

კონტეინერი

საქსტატმა 2024 წლის მარტის საგარეო ვაჭრობის პირველადი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მარტში საქართველოდან 522 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 24 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ექსპორტთან ერთად შემცირებულია იმპორტის მოცულობაც, რამაც მარტში 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წლიურ ჭრილში 234 მილიონი დოლარით, ანუ 17%-ით ნაკლებია.

მთლიანობაში იანვარ-მარტის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი 1.32 მილიარდი დოლარი იყო (კლება 9%), ხოლო იმპორტმა 3.37 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 5%-ით არის შემცირებული.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 აპრილს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის შემცირებული. წინასწარი მონაცემებით, კლება დაკავშირებულია სპილენძის მადნების ექსპორტ-იმპორტის კლებასთან, ასევე მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებასთან, თუმცა ზუსტი მონაცემები 19 აპრილს გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები