მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის აპრილის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

სებ
04.04.24 18:52
257
სტატიაში საუბარია:

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • 2023 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა
  • დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია
  • ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს

საბანკო სექტორი

  • თებერვალში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.4%-ით გაიზარდა
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციამ 2024 წლის თებერვალში 49.8% შეადგინა
  • თებერვალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით შემცირდა და 44.3%-ს გაუტოლდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - თებერვალში საქონლის იმპორტი წლიურად 4.4%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა. სამომხმარებლო საქონელის იმპორტი ზომიერად გაიზარდა, ხოლო შუალედური სახის იმპორტმა კვლავ დაიკლო
  • ექსპორტი - თებერვალში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 2.0%-ით გაიზარდა. საქონლის ექსპორტის მატება მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა, ხოლო შუალედური და საინვესტიციო საქონლის ექსპორტმა მნიშვნელოვნად დაიკლო
  • თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 107.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები