მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი სინგაპურში ფინტექ ტექნოლოგიების ფესტივალში მონაწილეობს

ეროვნული ბანკიდან დელეგაცია სინგაპურშია - მიზეზი ფინტექ ტექნოლოგიების ფესტივალია, რომელშიც მონაწილეობას სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად იღებს. საქართველოდან პირველად ვართ ამ ფესტივალზე წარმოდგენილები, თუმცა თავად ეს ფესტივალი ყოველწლიურია და მსოფლიოში ყველაზე დიდ ფინტექ გამოფენად ითვლება.

გამოფენა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.

საქართველოს სახელით ეროვნული ბანკი საკუთარი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი და თანამონაწილეები ამაში "საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ სტარტაპი "ფეივი" არიან.

სტუმარი: ვარლამ ებანოიძე - ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;