მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 75% ემხრობა - IRI-ის კვლევა

6447cf8c14653
თინათინ ნატმელაძე
25.04.23 19:20
737
IRI-ის კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობის განწყობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გაზრდილია.

თუ 2013 წელს მოსახლეობის 67% თვლიდა, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანებულიყო, ახლა ეს მაჩვენებელი 75%-მდეა გაზრდილი.

ასევე, კვლევის შედეგების გათვალისწინებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება იმ შემთხვევაშიც ენდომებათ, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შეაჩერებს - 2022 წლის სექტემბერში ამ მოსაზრებას მოსახლეობის 60% ემხრობოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 62%-ია.

კითხვაზე, ქვეყნის რა მონაცემებს გააუმჯობესებს ევროკავშირში გაწევრიანება, მოსახლეობის 45% პასუხობს, რომ გაიზრდება ეკონომიკური მაჩვენებელი, 6% თვლის, რომ გაუმჯობესდება უსაფრთხოება, 5-5% კი განათლებასა და ქვეყნის განვითარებას ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები