საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა.
მეტოქის კარში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. პლეიოფის ფინალში ეროვნული ნაკრები საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
პლეიოფის ფინალი 26 მარტს, 21:00 საათზე, კვლავ „დინამო არენაზე“ გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.
შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა.