ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ზრდის დინამიკა საყურადღებოა. როგორც სებ-ი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნავს, მსგავსი ტიპის სესხები საკრედიტო აქტივობის საერთო ტენდენციას უსწრებს, თუმცა ამ ეტაპზე მარეგულირებელს სესხების ვადიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება არ მიუღია.


































