ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკის ფართო ფულის მასა M2 წლიურად 8%-ით არის გაზრდილი და ის 27.3 მილიარდ ლარს შეადგენს. მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა კი წლიურად 11%-ით არის გაზრდილი და ის 6.3 მილიარდი ლარის ტოლია.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ფართო ფული შემდეგი კომპონენტებისგან შედგება - ნაღდი ფული, საბანკო სექტორში რეზიდენტი სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვადიანი და შემნახველი დეპოზიტების ერთობლიობა, საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე.