მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს განვითარების კორპორაციისგან" დიდ გარღვევას არ ველოდები|ეკონომისტი

ზაზა ბროლაძე

ეკონომისტი ზაზა ბროლაძის შეფასებით, [საქართველოს განვითარების ფონდის და „აწარმოე საქართველოს“] გაერთიანება და მათ ბაზაზე „საქართველოს განვითარების კორპორაციის“ შექმნა შეიძლება იმიტომ გაგვიხარდეს, რომ ორი ბიუროკრატიული აპარატი ერთიანდება.

„საქართველოს განვითარების კორპორაციისგან“ დიდ გარღვევას არ ველოდები“, - თქვა ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.

„ეკონომიკის განვითარების ბანკის“ ნაცვლად „განვითარების კორპორაცია“ - რაზე იმუშავებს ახალი ინსტიტუტი?

„მოდით, ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, წარმოადგინონ ამ ორგანიზაციის დებულება და სამოქმედო სტრატეგია და შემდეგ ვიმსჯელოთ... ისე, რაც არ უნდა დაარქვან, ფაქტია, ხდება 2 ორგანიზაციის გაერთიანება ("აწარმოე საქართველოს" და ყოფილი საპარტნიორო ფონდის), რაც იმედია, რომ ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტიანობაა იქნება. ზოგადად, მსგავსი ორგანიზაციები, მაკროეკონომიკური პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, არასოდეს არ ქმნიან ამინდს და მათი წილი მშპ-ს ზრდაში არის მიზერული“, - აცხადებს ის.

ზაზა ბროლაძეს, რომელიც 2013 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, მიაჩნია, მთავარია, “სახელმწიფომ შექმნას ხელსაყრელი ინსტიტუციური გარემო და თანაბარი პირობა უნდა შეუქმნას ბიზნესის ნებისმიერ წარმომადგენელს“.

„ძალიან ბევრი ჟურნალისტური გამოძიება შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც როგორც ერთი, ისევე მეორე ორგანიზაციის მხრიდან, ძალიან აქტიურად ფინანსდებოდა მხოლოდ მმართველ ჯგუფებთან დაახლოებული ბიზნესები. არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მიდგომა შეიცვლება“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები