მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის ბევრი თავისუფალი ადამიანი სჭირდება - ნოდარ ებანოიძე

64482733a0bb8
ალა ისპირიანი
25.04.23 22:45
604
რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - "ბევრი თავისუფალი ადამიანი" - ასე უპასუხა VIII მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრმა ნოდარ ებანოიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას. 

ყოფილი დეპუტატის აზრით, ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას ერთპარტიულობას.

მისი თქმით, ასევე, საჭიროა, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა და არა - მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება.

"საქართველოს განვითარებისთვის ძალიან ბევრი თავისუფალი ადამიანი სჭირდება და ამ თავისუფლებას კვალიფიკაცია უნდა ახლდეს. განვითარებას, ასევე, პატიოსანი პოლიტიკა სჭირდება, როდესაც მიზნად დასახული გაქვს შედეგი და არა - არჩევნებში გამარჯვება.

ამ ქვეყანაში, ასევე, ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს და ამას არა მარტო კანონები, არამედ ადამიანთა ერთობა სჭირდება. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს დასამთავრებელია. როგორც შვილის და მშობლის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო, ასევე უნდა იზრუნო ქვეყნის ჯანმრთელობაზე. ქვეყნის ჯანმრთელობა კი ის არის, როდესაც ჯანსაღი პოლემიკა მიდის.

უნდა დასრულდეს ერთპარტიულობა და იმ ადამიანების მმართველობაში მოსვლა, რომლებიც თავის აზროვნებაში კატეგორიულები არიან და რომლებსაც შეუძლიათ ვინმეს ჭკუაზე მარტივად იარონ“, - განაცხადა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები