მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა - ბექა ლილუაშვილი

6474f44aa666d
ალა ისპირიანი
29.05.23 22:16
777
საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა, - ამის შესახებ პრემიერის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. მისი მოსაზრებით, ქვეყანაში ავტოკრატიაა, რაც საქართველოს განვითარებას ხელს უშლის. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს პოლიტიკური პოპულიზმი და "ოცნებამ" ოპოზიციაში გადაინაცვლოს. 

„ჩვენ, მათ შორის, ოპოზიციამ მოსახლეობას უნდა დავანახოთ, როგორ იხდიან ისინი ჯიბიდან საფასურს იმაში, რომ ქვეყანაში ავტოკრატია ფორმდება. დასავლური დონის დემოკრატიის ჩვენს ქვეყანაში სწრაფად შემოტანა და ევროკავშირში ინტეგრაცია პირდაპირ არის დამოკიდებული სამუშაო ადგილებთან და ინვესტიციებთან, რაც განვითარებას ხელს უწყობს.

წერტილი უნდა დაესვას პოლიტიკურ პოპულიზმს. რადგანაც ხელისუფლების მთავარი მიზანი ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამას უნდა დაესვას წერტილი. ამის დასრულების ერთადერთი გზა არის ამ ხელისუფლების ოპოზიციაში გადასვლა“, - განაცხადა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები