ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი იქამდე იქნება შეჩერებული, სანამ საქართველო EU-ისგან დაშორებას გააგრძელებს, - ამის შესახებ მ განაცხადა.
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი, ანუ 49%, რჩება, - ამის შესახებ გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა.
"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის თავზე, დადგა დრო, შევაჯამოთ, სად არის საქართველო ევროპულ გზაზე. გაფართოების ანგარიში საერთოა ათივე ქვეყნისთვის, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთეს. ეს არის შეფასების და გააზრების მომენტი. გაფართოების ანგარიშის ყურადღების ცენტრშია წინსვლა ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით ყველა სფეროში. ის, სამომავლო რეფორმების პრიორიტეტების განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მითითებებს შეიცავს.
ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. განაცხადის გაკეთების შემდეგ, ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში გაწევრებისთვის მის მზაობას შეამოწმებს.
შარშან, ანგარიშის გამოქვეყნებამ, მოგვცა შესაძლებლობა გვეზეიმა. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. დეკემბერში, ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს იყო დაუვიწყარი დღე. ჩემთვის კი, ეს კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.
დღეს, ერთი წლის შემდეგ სამწუხაროდ ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.