მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს კაპიტალი” განათლების სექტორში ინვესტიციებს აფართოებს

64059714dcd04
BM.GE
06.03.23 11:14
818
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი “საქართველოს კაპიტალი” განათლების სექტორში ინვესტიციებს აფართოებს - ამის შესახებ ჰოლდინგის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.

განცხადების თანახმად, ფონდის შვილობილმა, თბილისის მწვანე სკოლამ საბურთალოზე ახალი კამპუსი ააშენა, რომელიც 1,200 მოსწავლეზე არის გათვლილი და მასში ამჟამად 310 მოსწავლე სწავლობს. სკოლის საერთო ფართობი 6,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სკოლას ასევე აქვს 1.1 ჰექტარის მიწის მიწის ნაკვეთი.

ამ ინვესტიციის შედეგად, “საქართველოს კაპიტალის” საგანმანათლებლო ბიზნესი, რომელიც ამჟამად 5,650 მოსწავლეზე არის გათვლილი, 6,850-მდე გაფართოვდება, უშუალოდ “მწვანე სკოლის” კამპუსების რაოდენობა 3-დან 4-მდე გაიზრდება.

კიდევ ერთი ინვესტიცია, რომლის შესახებაც “საქართველოს კაპიტალმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, არის პრემიუმ საგანმანათლებლო სეგმენტი, სადაც ჰოლდინგი კიდევ 350 მოსწავლეზე გათვლილი კამპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ინვესტიციის შედეგად, პრემიუმ სეგმენტის მოცულობა 2,760-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები