მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კაპიტალი" "გორმედის" კლინიკის შეძენას გეგმავს

გორმედი

"საქართველოს კაპიტალი" "გორმედის" კლინიკის შეძენას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ჰოლდინგმა მიმართა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ტრანზაქციასთან დაკავშირებით ნებართვის მისაღებად.

გორმედი ამჟამად გორის კლინიკასთან ერთად, ქარელსა და ხაშურში განთავსებულ ამბულატორიებსაც მართავს. 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 16.6 მილიონ ლარს შეადგენდა, მოგება კი 135 ათასი ლარი იყო. კლინიკის აქტივები 18.3 მილიონი ლარია და ის 670 ადამიანს ასაქმებს.

2023 წელს კლინიკის ემერჯენსი განყოფილებამ მომსახურება სულ 8227 პაციენტს გაუწია.

"შპს გორმედის მოსახლეობაზე მიწოდებული სამედიცინო სერვისებიდან წამყვანია პოლიკლინიკურ პედიატრიული სამსახური, რომელიც ემსახურება შიდა ქართლის მოსახლეობას რომელიც რიცხობრივად შეადგენს 58244 ბენეფიციარს . 2023 წელში გატარებული ჰყავს 73048 ბენეფიციარი, აქედან 18 წელი და მეტი 61902, 15-18 წლამდე ასაკის 11146 პაციენტი,"- ნათქვამია კლინიკის მმართველობით ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები