მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს" - კაია კალასი

კაია კალასი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი აქციების ჩახშობა უშედეგოდ არ ჩაივლის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს.

დღეს მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ - შემოგვაქვს წინადადება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს.

ასევე დამატებით ზომებს განვიხილავთ“, - წერს კალასი.

ცნობისთვის, ევროკომისია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროპულ საბჭოს მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები