ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები, მკაცრი სანქციების სახით. ის ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წერს.
მიხელსონი აღნიშნავს, რომ საქართველოს კრიტიკულ დღეები ელის.
"საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიზანმიმართული ტერორის საშუალებით ცდილობს სახალხო რევოლუციის ჩახშობას. საქართველოს წინ კრიტიკული დღეები ელის. ევროკავშირი არ უნდა გადგეს განზე, არამედ უნდა მიიღოს ზომები მკაცრი სანქციების სახით",- წერს მიხელსონი.
Georgia's self-proclaimed government is attempting to subvert the people's revolution through targeted terror. Critical days lie ahead for Georgia 🇬🇪. The EU 🇪🇺 must not stand aside but take action with robust sanctions. https://t.co/XOnPLoGDFC
— Marko Mihkelson (@markomihkelson) December 2, 2024