მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად უნდა გადადგნენ ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური - რასა იუკნევიჩიენე

რასა იუკნევიჩიენე

საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური, შეიქმნას დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობა - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

მისი მოსაზრებით, ყველა პასუხისმგებლობიანმა ქართველმა, მათ შორის მმართველი „ქართული ოცნების“ წევრებმა, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, პრეზიდენტმა და საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

ის ასევე ამბობს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის მზადება.

„პირველი ნაბიჯი უნდა იყოს: საქართველოს მთავრობის დაუყოვნებელი გადაწყვეტილება, შეწყდეს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობა; პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივ გადადგომა; დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა. ამ პროცესს უნდა უხელმძღვანელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტების, ოპოზიციის წევრებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სისასტიკის საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ევროკავშირის ხელმძღვანელობით, დაუყოვნებელი და ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორებისგან ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ რომლებიც პასუხისმგებლები არიან დანაშაულებსა და სისასტიკეზე, ქართული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება ახალი საპარლამენტო არჩევნების სამი თვის ვადაში ჩატარებაზე, რომლის ორგანიზება განხორციელდება საერთაშორისო საზოგადოებიდან დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები