მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მელიორაცია მდინარე იორის აუზში წყლის ნაკადის მატების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

მდინარე იორი

შპს "საქართველოს მელიორაცია" მდინარე იორის აუზში წყლის ნაკადის მატების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც განცხადებაში წერია, 19 ივნისიდან მდინარე იორის აუზში მოსალოდნელია წყლის ნაკადის მატება, რაც უხვმა ნალექმა გამოიწვია.

"მდინარე იორს ახასიათებს სეზონური წყალმოვარდნები. უხვმა ნალექმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სარწყავი არხების გამტარუნარიანობაზე, მდინარის მიმდებარედ არსებულ გზებზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და საძოვრებზე.

უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და შესაძლო საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მდინარის, მაგისტრალური არხებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული ვითარება და დაიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები და არასასურველი სირთულეები", - წერია გაფრთხილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები