მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 5%-მდე შემცირდება - Galt & Taggart

დოლარი

Galt & Taggart-ი პროგნოზირებს, რომ 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდება - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში არის საუბარი. Galt & Taggart-ის განმარტებით, ბალანსის გაუმჯობესების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი საქართველოდან სერვისების ექსპორტის, კერძოდ კი ICT სექტორის მაჩვენებლების გაუმჯობესებაა.

შედარებისთვის, 2024 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტ მშპ-ის 5.4% იყო.

"მიმდინარე ანგარიში: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის მე-2 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 3.0% შეადგინა, რამაც განაპირობა 2025 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 5.3%-მდე შემცირება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 7.0%-დან. ეს გაუმჯობესება ძირითადად მომსახურების ბალანსის 17.1%-იანი ზრდით არის განპირობებული, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო შემოსავლების ზრდამ ICT-ის (+43.8% წ/წ, $560 მლნ), ტურიზმის (+3.8% წ/წ, $2.0 მლრდ) და ტრანსპორტის (4.6% წ/წ, $827 მლნ) მიმართულებით. ამასთან, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი - საგარეო დისბალანსის ყველაზე დიდი წყარო - წლიურად 0.5%-ით 3.4 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაფინანსების დომინანტურ წყაროდ დარჩა 2025 წლის პირველ ნახევარში და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 65.3%-ით დააფინანსა. ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 5.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2025 წელს (2024 წელს 5.4% იყო),"- ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების ფარდობას ასახავს მშპ-სთან მიმართებით. საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული ბალანსი ფაქტობრივად ყოველწლიურად დეფიციტურია, თუმცა უკანასკნელ წლებში აღნიშნული დეფიციტი შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები