მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მისოებში ₾1.2 მილიარდის ოქრო არის ჩადებული

ოქრო

საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1 მილიარდ 170 მლნ ლარზე მეტის ღირებულების ოქროა ჩადებული - აღნიშნულის შესახებ მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი, რაც 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით მათ ფინანსურ მაჩვენებლებს ასახავს.

მთლიანობაში მისოების საკრედიტო პორტფელის ზომა 1.687 მილიარდი ლარია, საიდანაც ყველაზე დიდი წილი 1.3 მილიარდ ლარამდე სწორედ სალომბარდე კატეგორიის სესხებზე მოდის.

ამ სესხების უზრუნველყოფაში კი მოსახლეობას 1.170 მილიარდი ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობაა აქვს მოსახლეობას ჩადებული. მისოების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, სალომბარდე კრედიტების პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 315 მილიონი ლარით, ანუ 32%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები