ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოს, მოლდოვასა და სერბეთს NATO-ში "შეათრევენ". ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, გაწევრიანება უკრაინის სცენარით იქნება, თუმცა უკრაინის სცენარში რას გულისხმობს, დაკონკრეტებული არ არის.
"ფინეთის და მალე შვედეთის NATO-ში შესვლა აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგი ეტაპია. ისინი ალიანსში ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოსა და სერბეთს შეათრევენ. ეს ყველაფერი უკრაინის სცენარის მიხედვით იქნება“, - ციტირებს ლუკაშენკოს განცხადებას სახელმწიფო სააგენტო BELTA.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტივობა არ იცვლება, ამიტომ ბელორუსი მზად უნდა იყოს მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.