მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ვიზიტისას ₾592 მლნ დახარჯეს - ვიზიტზე საშუალო ხარჯი შემცირებულია

საქსტატი

III კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592 მილიონ 400 ათასი ლარი დახარჯეს.

საქსტატის მონაცემებით, წელს გაწეული ხარჯი გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვებს 7.1%-ით მეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი თანხა ვიზიტებისას ქართველმა მოგზაურებმა საყიდლებზე დახარჯეს, რასაც განთავსება და ადგილობრივი ტრანსპორტი მოსდევს.

2023 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების განაწილება ხარჯების კატეგორიების მიხედვით ასეთია:

III კვარტალში საქართველოდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდს 18.2%-ით აღემატება.

რაც შეეხება რეზიდენტი ვიზიტორების საზღვარგარეთ შესრულებულ ვიზიტებს, მათი რაოდენობა 647.2 ათასი იყო. ეს რიცხვი წლიურად 21.7%-ითაა გაზრდილი. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 397.6 ათასი იყო, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 38.2%-ით აღემატება.

ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და სომხეთში შესრულდა. ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა კი 13.4%-ით 7.2 ღამემდე გაიზარდა. ამასთან, განხორციელებული ვიზიტების 96.3% განმეორებითი ხასიათის იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები