საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქეს 46:28 მოუგო.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ მოიგო, ხოლო ეს ტიტული რიგით მე-17 იყო ბორჯღალოსნებისთვის. მატჩის საუკეთესო მორაგბედ, ვანო კარკაძე დაასახელეს, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა.