საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად 52 წლის რიჩარდ კოკერილი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა დაადასტურა. მათი ცნობით, ინგლისელი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილს, როგორც ეროვნული ნაკრების თანამდებობაზე, ისე “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვლის. რაც შეეხება კონტრაქტს ის 1+1+2 სისტემით გაფორმდა და კოკერილს მომდევნო მსოფლიო თასამდე ერთგვარი გამოსაცდელი ვადა ექნება .
ცნობისთვის, 52 წლის მწვრთნელს საქართველოში დებიუტი 4 თებერვალს ექნება, როდესაც “ბორჯღალოსნები” რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2024 წლის გათამაშების პირველ მატჩს გერმანიაში ჩაატარებს. შემდეგი შეხვედრა 10 თებერვალს ნიდერლანდებთან იქნება, ხოლო 17 თებერვალს ესპანეთთან საშინაო შეხვედრა გაიმართება.
რიჩარდ კოკერილი ბოლოს ფრანგულ “მონპელიეს” წვრთნიდა და თანამდებობა სულ ცოტა ხნის წინ მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა გუნდმა ზედიზედ 6 შეხვედრა დათმო. კოკერილი სხვადასხვა დროს “ლესტერში”, “ედინბურგში” და ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთვნელად მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საჭიროება გასული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა “ბორჯღალოსნება” ჯგუფში ვერცერთი თამაშის მოგება ვერ შეძლეს.