მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ - ღარიბაშვილი

61bb3b0e9a1cc
ინგა მურუსიძე
16.12.21 18:30
367
საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს, ეს კი ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღიშნულ პროცესში წამყვან როლს Kaiser Partner-თან თანამშრომლობით, „Rothschild & Co“ შეასრულებს.

„საქართველოს მრავალფუნქციურ/მრავალგანზომილებიან რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს. ამ პროცესში წამყვან როლს, Kaiser Partner-თან თანამშრომლობით, „Rothschild & Co“ შეასრულებს და ეს პარტნიორობა ჩვენს ხალხს. კეთილდღეობას მოუტანს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობა: Rothschild & Co დაგვიწერს სტრატეგიას, როგორ გახდეს საქართველო ფინანსური ცენტრი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები