მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავარი საექსპორტო ბოსტნეული დსთ-ში გადის - რა სჭირდება მებოსტნეობის განვითარებას?

პომიდორი

2022 წელს საქართველოში 333.1 მლნ კგ ბოსტნეული იწარმოა, ბოსტნეულის ჯამურმა თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა კი 74.5%-ს შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ სოფლის მეურნეობის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, ბოსტნეულის წარმოებაში წამყვანი პროდუქტი კარტოფილია, რომელიც 2022 წლის მონაცემებით მთლიანი წარმოების 60%-ს შეადგენს. მას მოჰყვება პომიდორი 13%-ით, კიტრი - 8%-ით, კომბოსტო - 7%, სხვა ბოსტნეულს კი ერთობლივად 12% უკავია.

კვლევის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 47.5 მლნ დოლარის ღირებულების 150 მლნ ტონა ბოსტნეულის იმპორტი განხორციელდა, ქვეყნიდან კი ექსპორტზე მხოლოდ 14.5 მლნ დოლარის 34.1 მლნ კგ გავიდა.

„ექსპორტში წამყვანი პროდუქტია კარტოფილი, პომიდორი და კიტრი. ამ პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება სეზონურად, თუმცა არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მაღალია. შედეგად, საქართველო ბოსტნეულის წმინდა იმპორტიორია“, - ნათქვამია კვლევაში.

Galt & Taggart-ში აგროსექტორში მებოსტნეობის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორებსაც ასახელებენ და განმარტავენ:

„ბოსტნეულის ქვე-სექტორისთვის მნიშვნელოვანია სათბურების განვითარება წარმოების სეზონურობის გათვალისწინებით და შესანახი მეურნეობების განვითარება პროდუქტის ვარგისიანობის გასახანგრძლივლებლად“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები