მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს

626bea8a33b38
გიორგი თოლორდავა
29.04.22 18:02
1484
საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.

კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.

კითხვარი ძირითადი საკანონმდებლო საკითხების გარდა, ტექნიკურ დეტალებსაც მოიცავს, მათ შორის, სტანდარტიზაციის, ჰარმონიზაციის და ხარისხის კონტროლის საკითხებს. კითხვარში ჩაშლილია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, ენერგეტიკა, უსაფრთხოება, ლოგისტიკა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური თანასწორობა და მიგრაცია.   

კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველომ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს, ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა.

კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.

კითხვარის მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილეთ ამ ბმულზე:

https://www.gov.ge/files/573_81827_881717_QuestionnairepartIIGeorgia.pdf

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები