მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტატუსის მისაღწევად მოკლე გზა არ არსებობს - ბორელი ღარიბაშვილს

ევროკავშირი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიმ საქართველოს პრემიერს მიმართა და უთხრა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მოკლე გზა არ არსებობს.

როგორც ბორელიმ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროპეიზაციის გზაზე აუცილებელია პოლიტიკური ნება, გულდასმით მუშაობა და ევროპული ფასეულობების ერთგულება. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ პროცესში ყველა ძალის გაერთიანება უნდა მოხდეს, ხოლო ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ ამ თანამშრომლობისთვის აუცილებელი გარემო უნდა შექმნას.

„ბატონო პრემიერო, თქვენ ბრძანეთ და გავიგეთ რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას - ყველას და ასევე ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე პარლამენტის წევრებთან მქონდა საუბარი, უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობას.

რაც შეეხება მთავრობას და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა იმაზე უნდა იყოს აქცენტირებული რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს. ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იყოს დაკარგული. ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპეიზაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურება და მიღწეულ შედეგზე, რომელიც გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე მიიღწევა. ამოცანები ძალიან კარგადაა გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ჩვენს დასკვნაში - ივნისის შემდეგ თქვენ 3 მათგანი შეასრულეთ, დანარჩენი 9 კი შესასრულებელია. თუმცა დრო მათ შესასრულებლად მაინც გაქვთ. უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია,  დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლოს სისტემის და საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედია პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. ამის მისაღწევად მოკლე გზა არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისთვის. ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად, არამხოლოდ იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ იმისთვის რომ თქვენს მოქალაქეებს ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ. 

ევროკავშირის წევრობა ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულებაა, რომელიც ქვეყანამ შეიძლება აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ბორელიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები